მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინის კონტრაქტის განახლების საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ვრცელდება ხმები კეინის პრემიერლიგაში შესაძლო დაბრუნებაზე ან საუდის არაბეთში გადასვლაზე, გერმანულ გიგანტში სჯერათ, რომ ინგლისელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ჰარის ხელშეკრულება 2027 წელს იწურება, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვით, მომავალ ზაფხულს მისი გამოსასყიდი თანხა 78 მილიონი ევროა. ამიტომაც, არის აუცილებელი მალე კონტრაქტის განახლება.
Sky Germany-ს ცნობით, კეინი მიუნხენში ოჯახთან ერთად ბედნიერია და „ბაიერნის“ დატოვებაზე არ ფიქრობს. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ბაიერნში“ 2023 წლიდან თამაშობს და 129 მატჩში 123 გოლის გატანა მოახერხა.







