სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:00 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავალთ, სეზონი დადებითად ვერ შეფასდება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „სანდერლენდთან“ მატჩამდე ისაუბრა.

როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა, თუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდებიან, სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება.

„თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, ეს სეზონი წარუმატებელი იქნება და მისაღებ შედეგად ვერ ჩაითვლება. დეტალები განსხვავებას ქმნიან. ძალიან ბევრ გოლი გავუშვით მატჩების ბოლო ნაწილში. ვცადე სხვადასხვა გამოსავალი, ტაქტიკის ან ფეხბურთელების შეცვლა, მაგრამ მაინც ვუშვებთ. არ გვიმართლებს, ნამდვილად ასეა. ახლა უნდა გავიგოთ, ეს უიღბლობაა თუ ჩვენი სუსტი წერტილი, ამას უახლოეს თვეებში გავიგებთ.

„სანდერლენდი“ პრემიერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც შინ არ წაუგია. ვინაიდან ახლად გადმოსული გუნდია, საოცარ სეზონს ატარებს. ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული სეზონია, მაგრამ პროგრესს ვხედავ. თამაში უმჯობესდება და ახლა ეს შედეგებშიც უნდა ავსახოთ“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 25 ტურის შემდეგ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა. „წითლებმა“ კონკრეტულად 2026 წელს პრემიერლიგაში ერთადერთი მატჩი მოიგეს (ნიუკასლთან).

0.162388