46 წლის იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბიმ "მარსელის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად ფრანგული კლუბის გვერდმა დაადასტურა.
როგორც "მარსელის" განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა მხოლოდ სპორტული ინტერესებიდან მიიღეს და საქმე უთანხმოებას ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის არ ჰქონია. ჯერჯერობით ახალი მწვრთნელის ვინაობა უცნობია და ამას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში გაიგებენ.
რობერტო დე ძერბი "მარსელის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წელს დაინიშნა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 2024-2025 წლების სეზონში ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ "მარსელი" ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21 ტურის შემდეგ 39 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 თებერვალს "სტრასბურის" წინააღმდეგ გამართავს.





