მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელების შერჩევის პროცესს აგრძელებს და როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან ფლორენტინო პერესს იურგენ კლოპის კანდიდატურა ყველაზე მეტად მოსწონს.
MatchDay Central-ის ინფორმაციით მხარეებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და გერმანელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბს" თავისი მოთხოვნები წაუყენა. წყაროს ცნობით, თუ კლოპი "რეალში" მუშაობას დათანხმდება, მათ შემდეგი მოთხოვნები უნდა დაუკმაყოფილონ: ორი ახალი ცენტრალური მცველის მოყვანა, ორი ნახევარმცველის შეძენა, ენდრიკის დაბრუნება და ამასთან ერათად "რეალმა" ჯუდ ბელინგემი და ედუარდო კამავინგა უნდა გაყიდოს, რადგან ისინი კლოპის გეგმებში არ შედიან.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად დათანხმდება პერესი ასეთ მოთხოვნებს, თუმცა ფაქტია, რომ მისი ფავორიტი სწორედ გერმანელი სპეციალისტია და შესაძლოა ამგვარ გამონაკლისებზეც წავიდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ მიმდინარე სეზონის ბოლომდე "რეალი" ალვარო არბელოამ ჩაიბარა.







