სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:09 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

აგენტმა ენდრიკის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი ენდრიკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდება. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა, ტიაგო ფრეიტასმა ოფიციალურად განაცხადა და ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა.

„ენდრიკი "ლიონში" ექვს თვიანი მშრალი იჯარით გადავიდა. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სეზონის ბოლოს ის "რეალში" დაუბრუნდება. ამ საკითხში არანაირი გაურკვევლობა ან საიდუმლო არ არსებობს. ეს მხოლოდ იჯარაა, გამოსყიდვის პუნქტის გარეშე, შესაბამისად ენდრიკი დაბრუნდება“, - განაცხადა ენდრიკის აგენტმა.

ბრაზილიელი თავდამსხმელი საფრანგეთში სათამაშო დროის მისაღებად გადავიდა, რადგან მადრიდულ გრანდში კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია. „ლიონში“ მიღებული გამოცდილება და რეგულარული მატჩები კი ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა როლი ექნება ენდრიკს დაბრუნების შემდეგ, დარჩება თუ არა პირველ გუნდში, თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია: მისი მომავალი კვლავ „რეალს“ უკავშირდება.

ცნობისთვის ენდრიკმა "ლიონში" გადასვლის შემდეგ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემაც გააკეთა.

0.094509