სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:10 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო რუდიგერი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მადრიდის „რეალის“ გერმანელი მცველი, ანტონიო რუდიგერი, შესაძლოა ზაფხულში ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუდიგერის აგენტს ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, რადგან მისი მომავალი "რეალში" სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. გერმანელ ფეხბურთელს მადრიდულ გრანდთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულს ეწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი ჯერაც არ ყოფილა. აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ 32 წლის ფეხბურთელი კვლავ ინგლისში ვიხილოთ. ჯერჯერობით რომელიმე კონკრეტული კლუბის სახელი არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერი "რეალის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, იქამდე კი "ჩელსის", "რომას" და "შტუდგარტის" რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171025