"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას The Touchline-ი ავრცელებს.
ნიდერლანდელ სპეციალისტს თუ არსებული თანამდებობის შენარჩუნება სურს, მაშინ გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას უნდა მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში სლოტისა და "ლივერპულის" გზები გაიყოს.
წყაროს ცნობით, კლუბის ბორდი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ეტაპზე რეალისტური და პრიორიტეტული მიზანი თასების მოგებაა, რაც გუნდს სეზონის წარმატებულად დასრულების შანსს გაუზრდის. შესაბამისად, სლოტს სთხოვენ, რესურსები სწორად გადაანაწილოს, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე კონცენტრაცია შეამციროს და აქცენტი თასის ტურნირებზე გააკეთოს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 25 ტურის შემდეგ 39 ქულით პრემიერ ლიგაშუ მეექვსე ადგილზეა. FA თასის 1/16 ფინალში მერსესაიდელები "ბრაიტონს" დაუპირისპირდებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე არნე სლოტის გუნდი შემდეგ ეტაპზეა გასული, მათ ფაზის ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს და 8 საუკეთესო გუნს შორის მოხვდნენ.







