სხვა

18:00 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

თოფურია მახაჩევს: "როდესაც ჩემს მარჯვენა ხელს დაგარტყამ, მიხვდები, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს დაგეძინება"

UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ დაღესტნელი მებრძოლი მისთვის ბრძოლას გაურბის.

თოფურიას თქმით, ეს არის ბრძოლა, რომლის ხილვაც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სურთ, თუმცა მახაჩევი შეთავაზებას ჯერ არ დათანხმებულა. „ყველამ იცის, რომ ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას უნდა, მაგრამ რატომღაც ის ამას არ თანხმდება და ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. ძალიან ადვილია ათასობით კილომეტრიდან საუბარი და ჩემი კრიტიკა, მაგრამ როცა ოქტაგონში ჩემს წინ დადგები, მიხვდები, რომ მე არ ვარ ჯეკ დელა მადალენა, არ ვარ დენ ჰუკერი და არც ის მებრძოლები, რომლებიც აქამდე გყავდა დამარცხებული,“ – განაცხადა თოფურიამ.

ქართველმა ჩემპიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მახაჩევისთვის სრულიად განსხვავებული გამოწვევა იქნება - „მე რაღაც სრულიად განსხვავებული ვარ და როცა ჩემს მარჯვენა ხელს დაგარტყამ, მიხვდები, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს დაგეძინება,“ – დაამატა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ თოფურიას შემდეგი ბრძოლის თარიღი და მეტოქის ვინაობა უკვე 90%-ით გარკვეულია და ის თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

0.17325