საუდის არაბეთის კლუბი „ალ-იტთიჰადი“ "ლივერპულის" ეგვიპტელი ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის, დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Footmercato ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 33 წლის თავდამსხმელი ამჯერად გაცილებით უფრო ღიაა საუდის პრო ლიგაში გადასვლის იდეის მიმართ, ვიდრე წინა წლებში იყო. მხარეებს შორის უკვე არსებობს კონტაქტი და მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია. სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა საუდის კლუბი მზადაა ფეხბურთელს ფინანსურად ძალიან მიმზიდველი წინადადება შესთავაზოს.
ეგვიპტელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა საუდის კლუბების მზარდი ფინანსური შესაძლებლობები ტრანსფერის განხორციელების შანსს ერთი-ორად ზრდის. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ზაფხულში გახდება ცნობილი, როდესაც ოფიციალური შეთავაზება და კლუბებს შორის მოლაპარაკებები კონკრეტულ ეტაპზე გადავა.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში ყელა ტურნირზე ჩატარებულ 25 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.







