სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:24 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "სკუდეტოზე როგორ მესაუბრებით? სერიოზული პრობლემები გვაქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის თასიდან „კომოსთან“ მარცხის შემდეგ გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში საუბარი უადგილოა.

„ეს არ არის კარგი სეზონი მსაჯებისა და VAR-ისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს მდგომარეობა ფეხბურთისთვის კარგი არ არის. ყველა წუწუნებს და ეს უმიზეზოდ არ ხდება. როგორც ჩვენ, გუნდები უნდა გავუმჯობესდეთ ფეხბურთელებით, ასევე, სამსაჯო კორპუსმა უნდა გააძლიეროს დონე, მსაჯები და VAR-ის სისტემა.

რით აიხსნება „ნაპოლიში“ ამდენი ტრავმა? სალოცავში უნდა წავიდეთ და ვილოცოთ. როდესაც ბევრი ფეხბურთელი ვერ თამაშობს სერიოზული ტრავმების გამოვა, იძულებული ხარ ერთი და იგივე შემადგენლობა ათამაშო და შემდეგ პრობლემები მათაც უჩნდებათ.

კვირაში ერთი მატჩით სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნება? რა შეკითხვაა! ამდენი ტრავმით და პრობლემებით, აბსურდულ სიტუაციაში ვართ და ასეთ შეკითხვას მისვამთ? არანაირი სკუდეტო, სერიოზული პრობლემები გვაქვს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში გვაწუხებს.

ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ ქებას იმსახურებენ: ვაჭარბებთ ჩვენს ამჟამინდელ პოტენციალს, იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული რესურსები გვაქვს. ამჟამინდელი შემადგენლობით, ნებისმიერ გუნდს და ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ ექვსი მოთამაშე გვაკლია.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი პენალტი მიიღო. ჯოვანე და დოს სანტოსი იანვარში დავიმატეთ, ეს კლუბის არჩევანია და მზად ვარ, ისინი მაქსიმალურად გამოვიყენო. სიტუაცია ვარდისფერი არ არის.

ორ სეზონში სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოვიგეთ, სეზონის ბოლოს ვნახავთ, კიდევ რას მივაღწევთ და გავალთ თუ არა, ჩემპიონთა ლიგაზე. ყოველ პრესკონფერენციაზე ორი თითით „ორის“ ჟესტს გავაკეთებ და შეგახსენებთ, რომ ორი ტიტული მოვიგეთ და შემდეგ ჩამოთვლი მათ, ვინც ვერაფერი მოიგო“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სერია A-ს შემორჩა, სადაც მესამე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 9 ქულით ჩამორჩება.

0.162392