"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა "ვესტ ჰემთან" მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შერეული გრძნობები გვაქვს. ვიცით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვითამაშია და ეს „ვესტ ჰემის“ დამსახურებაა. უკეთ შეგვიძლია თამაში, ბიჭები იმედგაცრუებულები და განაწყენებულები არიან და ეს კარგია. მატჩის ბოლოს გოლი გავიტანეთ, ეს შესანიშნავი მომენტია და კიდევ ერთი დადებითი“, - თქვა კერიკმა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ევერტონს“ ესტუმრება.







