ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, საუთგეიტი „ლესტერ სიტის“ მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი ფავორიტია, რომელიც მარტი სიფუენტესის გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებს. ამჟამად გუნდს დროებით „მელიების“ ლეგენდა ენდი კინგი ხელმძღვანელობს, თუმცა კლუბი მუდმივი მწვრთნელის დანიშვნის ვარიანტებს განიხილავს.
საუთგეიტის ინგლისის მეორე დივიზიონში სამუშაოდ შესაძლო დაბრუნება შეიძლება დიდი სენსაცია იყოს. ევრო 2024-ის ბოლოს ინგლისის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, სპეციალისტი კლუბის გარეშე დარჩა. მან ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა, მაგრამ ჯერ იტალიასთან დამარცხდა, შემდეგ ესპანეთთან.







