სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:48 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" სუპერლიგა დატოვა

სუპერლიგამ არსებობა შეწყვიტა. ბოლო კლუბი, რომელმაც ეს ორგანიზაცია დატოვა, დამფუძნებელი მადრიდის „რეალია“. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„უეფამ, ევროპულმა საფეხბურთო კლუბებმა (EFC) და „რეალმა“ ევროპული საკლუბო ფეხბურთის საკეთილდღეოდ შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროპული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, თვეების განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უეფა, ევროპული საფეხბურთო კლუბები (EFC) და „რეალმა“ განაცხადეს, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის საკეთილდღეოდ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, სპორტული დამსახურების პრინციპის პატივისცემით და კლუბების გრძელვადიანი მდგრადობისა და ტექნოლოგიების გამოყენებით გულშემატკივრების გამოცდილების გაუმჯობესების ხაზგასმით. ეს პრინციპული შეთანხმება ასევე მოემსახურება ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული მათი სამართლებრივი დავების მოგვარებას, საბოლოო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „რეალამდე“ სუპერლიგიდან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ გავიდნენ.

0.05771