სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:49 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის გოლი სერია B-ში

იტალიის სერია B-ს 24-ე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „აველინო“ 3:1 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ კი გოლი გაიტანა

ქართველ ფეხბურთელს კარგი სეზონი აქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოუმატა და თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. გიორგიმ მეტოქის კარი მე-16 წუთზე დალაშქრა, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.

სტუმრებმა შემდეგ კიდევ ორჯერ გაიტანეს, რასაც „აველინომ“ ბოლოსკენ პრესტიჟის გოლით უპასუხა. გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ერთი გოლი მან იტალიის თასზეც შეაგდო.

„ფროზინონე“ სერია B-ში 24 ტურის შემდეგ 49 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 თებერვალს, „სპეციას“ ესტუმრება.

0.096198