კალათბურთი

1:08 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 7 და კორსანტიას 6 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის მეოცე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ტიზონა ბურგოსი“ ადვილად, 93:65 დაამარცხა.

მასპინძლებმა მატჩის ბედი სამ პერიოდში გადაწყვიტეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი 13 ქულით დათმეს, საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.

კორსანტიამ 20 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. „გიპუზკოა“ 12 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 15 თებერვალს, „ესტელას“ ესტუმრება.

დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ „პალენსიასთან“ 69:85 დამარცხდა. სანაძემ 22 წუთში 7 ქულა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„პალმერ ბასკეტი“ 3 მოგებით და 15 წაგებით მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს, „ლეიმა კორუნიასთან“ გამართავს.

0.16387