მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ვენსან კომპანის გუნდმა მეოთხედფინალში „ლაიფციგი“ 2:0 დაამარცხა.
„რეკორდმაისტერმა“ მეტოქე მეორე ტაიმის შუაში, სამწუთიან ინტერვალში გატეხა, როდესაც სტუმრებს ორჯერ გაუტანა. ანგარიში 64-ე წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, ხოლო მალევე ლუის დიასმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ბაიერნი" გერმანიის თასის ნახევარფინალში 6-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.
ამრიგად, გერმანიის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა: „ბაიერნი“, „ფრაიბურგი“, „შტუტგარტი“ და „ლევერკუზენი“.







