სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:11 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" იტალიის თასის ნახევარფინალშია

იტალიის თასზე ბოლო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, შედეგად, ნახევარფინალური ეტაპი დაკომპლექტდა.

რომის „ლაციომ“ სტუმრად „ბოლონია“ პენალტების სერიაში დაამარცხა. „ბოლონია“ ბოლო დროს ძალიან ცუდ ფორმაშია, ახლა თასიდანაც გავარდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი სანტიაგო კასტროს გოლით მოიგეს, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში ტიჯანი ნოსლინმა უპასუხა - 1:1.

ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „ლაციო“ უშეცდომო იყო და მაურიციო სარის გუნდმა მეტოქეს 4:1 აჯობა.

„ლაციო“ იტალიის თასის ნახევარფინალში ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა „ინტერი“ – „კომოს“ დაპირისპირებაში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იტალიის თასი „ბოლონიამ“ მოიგო, შესაბამისად, ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

0.08876