სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:21 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მნიშვნელოვანი გამარჯვება პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ფულჰემი“ ადვილად დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ანგარიში ანტუან სემენიომ გახსნა, შემდეგ ნიკო ორაილიმ შეაგდო, ხოლო ერლინგ ჰოლანდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, 21 თებერვალს კი, „ნიუკასლს“ უმასპინძლებს.

„ლივერპულმა“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და გასვლაზე „სანდერლენდს“ 1:0 აჯობა. ერთადერთი გოლი ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე „სანდერლენდი“ იყო პრემიერლიგაში ერთადერთი გუნდი, რომელსაც საკუთარ მოედანზე მარცხი არ ჰქონდა, მაგრამ „წითლებმა“ მოახერხეს ამ სერიის შეწყვეტა.

გიორგი მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ქართველი კიპერის მონაგარი მიმდინარე სეზონში 11 მატჩია - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ასოციაციის თასზე, 1 ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში 42 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ნოტინგემს“ ესტუმრება.

მნიშვნელოვანი თამაში მოიგო „ასტონ ვილამ“, რომელმაც შინ „ბრაიტონს“ 1:0 სძლია. შედეგად, 50 ქულა დააგროვა და მესამე საფეხურს იკავებს.

0.091722