„ნოტინგემ ფორესტმა“ გამოაცხადა შონ დაიჩის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
„ნოტინგემ ფორესტის საფეხბურთო კლუბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ შონ დაიჩი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გვსურს მადლობა გადავუხადოთ შონს და მის პერსონალს კლუბში გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვოთ წარმატებები მომავალში. ამ დროისთვის დამატებითი კომენტარი არ იქნება“, - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ნოტინგემ ფორესტმა“ უკვე მესამე მწვრთნელი გაათავისუფლა ამ სეზონში. კლუბი ადრე ნუნუ ეშპირიტუ სანტუს და ანგელოს პოსტეკოღლუს დაშორდა.
გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მე-17 ადგილზეა.







