„ინტერი“ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს გუნდში დატოვებას გეგმავს. Tuttosport-ის ცნობით, კლუბი სომეხ ფეხბურთელს ახალი მოკლევადიანი კონტრაქტის შეთავაზებას განიხილავს, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.
37 წლის ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი „ინტერთან“ 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
ჰენრიხ მხითარიანი „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წელს „რომადან“ შეუერთდა. ამ სეზონში ნახევარმცველმა მილანური კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.







