ფეხბურთი

12:55 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ მწვრთნელმა კომპანიმ გერმანიის თასის ნახევარფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ გერმანიის თასის მეოთხედფინალში „ლაიპციგთან“ 2:0 გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან თავდაჯერებულად ვითამაშეთ, თუმცა შეგვეძლო მეტის გატანა. საკმარისი შანსი გვქონდა კიდევ ერთი ან ორი გოლის გასატანად. ჯამში, ბევრი კარგი შანსი შევქმენით. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ 2:0 გამარჯვებით - და ახლა ნახევარფინალში ვართ. იყო მატჩები, სადაც უფრო პროდუქტიულები ვიყავით, მაგრამ დღეს სიმშვიდე და კონცენტრაცია შევინარჩუნეთ და უბრალოდ შესაფერის მომენტს ველოდით. ეს მოხდა. ეჭვი არ მეპარებოდა. ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და ეს ნამდვილად დაგვეხმარება მარტსა და აპრილში“, - თქვა კომპანიმ „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

0.171877