NBA-ში „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსთან“ 95:13 დამარცხდა. სტუმრებმა პირველივე ტაიმში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
სანდრო მამუკელაშვილმა არასრულ 20 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 23 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 თებერვალს, სტუმრად „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.







