ინგლისური „ტოტენჰემის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს, იტყობინება Indykaila News სოციალურ პლატფორმა X-ზე. წყაროს ცნობით, ლონდონელებს განუცხადეს, რომ არგენტინელი სპეციალისტი ღიაა ნებისმიერი სამუშაო შეთავაზებისთვის, რომელიც მომავალი ზაფხულიდან დაიწყება.
ადრე „ტოტენჰემმა“ გაათავისუფლა თომას ფრანკი, რომელიც „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი 2025 წლის ზაფხულიდან იყო. სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან ხელმძღვანელობს.
ინგლისის პრემიერლიგის 26 ტურის შემდეგ, „ტოტენჰემი“ 29 ქულით ცხრილში მე-16 ადგილზეა.







