ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
შედეგად, გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც. ვილი სანიოლის გუნდი B დივიზიონში გამოვა, სადაც წილისყრაზე მესამე კალათაში იყო განთესილი (სლოვენია, ირლანდია, რუმინეთთან ერთად). მისი მეტოქეები კი, პირველ, მეორე და მეოთხე კალათას წარმოადგენენ.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე დაპირისპირება უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მოუწევს.
წილისყრის შედეგები:
A დივიზიონი
A ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, თურქეთი
B ჯგუფი: გერმანია, ნიდერლანდები, სერბეთი, საბერძნეთი
C ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ინგლისი, ჩეხეთი
D ჯგუფი: პორტუგალია, დანია, ნორვეგია, უელსი
B დივიზიონი
A ჯგუფი: შოტლანდია, შვეიცარია, სლოვენია, ჩრდ. მაკედონია
B ჯგუფი: უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდ. ირლანდია
C ჯგუფი: ისრაელი, ავსტრია, ირლანდია, კოსოვო
D ჯგუფი: პოლონეთი, ბოსნია, რუმინეთი, შვედეთი
C დივიზიონი
A ჯგუფი: ალბანეთი, ფინეთი, ბელარუსი, სან მარინო
B ჯგუფი: მონტენეგრო, სომხეთი, კვიპროსი, ლატვია ან გიბრალტარი (მოგებული)
C ჯგუფი: ყაზახეთი, სლოვაკეთი, ფარერები, მოლდოვა
D ჯგუფი: ისლანდია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლუქსემბურგი ან მალტა (მოგებული)
D დივიზიონი
A ჯგუფი: გიბრალტარი ან ლატვია (წაგებული), მალტა ან ლუქსემბურგი (წაგებული), ანდორა
B ჯგუფი: ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ლიხტენშტეინი
საქართველოს ნაკრების ჯგუფის (ისევე, როგორც სხვა ჯგუფების) ზუსტი კალენდარი, ვის რომელ ტურში შეხვდება ვილი სანიოლის გუნდი, მოგვიანებით გაირკვევა.
ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის კალენდარი
I ტური: 24-26 სექტემბერი (2026 წელი)
II ტური: 27-29 სექტემბერი (2026)
III ტური: 2026 წლის 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი (2026)
IV ტური: 2026 წლის 4-6 ოქტომბერი (2026)
V ტური: 2026 წლის 12-14 ნოემბერი (2026)
VI ტური: 15-17 ნოემბერი (2026)
A დივიზიონის მეოთხედფინალები: 25-30 მარტი (2027)
A/B და B/C დივიზიონის პლეი ოფები: 25-30 მარტი (2027)
ფინალური ტურნირი (A დივიზიონის): 9-13 ივნისი (2027)
C/D დივიზიონის პლეი ოფები: 23-28 მარტი (2028)
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. წინა სეზონში ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რის გამოც ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში სომხეთთან თამაში მოუწია, რომელიც ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა (3:0, 6:1). მანამდე, ზედიზედ ორი სეზონი საქართველო C დივიზიონში იყო, ხოლო პირველი სეზონი D ლიგაში გაატარა. ასე რომ, D დივიზიონიდან B დივიზიონამდე აღზევება მოახერხა, რადგან ერთხელ D დივიზიონი მოიგო, ერთხელ - C. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეშვეობით ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში, საიდანაც პირველი შანსი ვერ გამოიყენა (2020), ხოლო მეორე შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა (2024) და ევრო 2024-ზეც ითამაშა.







