„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის შეცვლაზე ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „ფულემთან“ 3:0 მოგებულ მატჩში. ჰოლანდმა ერთ-ერთი გოლი გაიტანა.
„მიზეზი? ბევრი თამაში. ექიმებთან კონსულტაცია არ მქონია, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რას აკეთებს. მან თქვა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა და 3:0 ანგარიშით, იმის გათვალისწინებით რომ მარმუში მწყობრშია, ეს სრულიად ლოგიკური იყო“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამ სეზონში 25 წლის ერლინგ ჰოლანდმა ინგლისის პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 22 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას ასევე რვა მატჩი და შვიდი გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე.







