ფეხბურთი

14:56 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა

გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ტუხელი, რომელიც ამჟამად „სამი ლომის“ მთავარი მწვრთნელია, ინგლისის ეროვნულ გუნდში 2028 წლამდე დარჩება.

„ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი გზის. თომას ტუხელი ჩვენს „სამი ლომის“ გუნდს ახალი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ 2028 წლამდე უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია ინგლისის ნაკრების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

52 წლის ტუხელი ინგლისის ნაკრებს სათავეში 2025 წლის 1 იანვარს ჩაუდგა. გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა გოლგაუშვებლად. მანამდე გერმანელი რამდენიმე წამყვან კლუბთან მუშაობდა, მათ შორის „ჩელსისთან“, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ და პსჟ-სთან.

0.169494