სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:24 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ „ბარსელონას“ მცველით დაინტერესდა

„ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველმა ჟიულ კუნდემ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. Daily Mail-ის ცნობით, ფეხბურთელით „ლივერპული“ დაინტერედა.

ფრანგის ტრანსფერის ღირებულება შესაძლოა დაახლოებით 80 მილიონი ევრო იყოს.

კუნდე „ბარსელონაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს, კატალონიურ გიგანტს ის „სევილიიდან“ შეუერთდა. ამ სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე „ბლაუგრანას“ რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებიჟიულ კუნდე
0.096273