სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:56 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიროსლავ კლოზემ "ნიურნბერგთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ნიურნბერგმა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, მთავარ მწვრთნელ მიროსლავ კლოზეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

არ არის მითითებული, რამდენი ხნით გაახანგრძლივა გერმანელმა ხელშეკრულება, მაგრამ ინფორმაცია, რომ ის კლუბში რჩება, ოფიციალურად დადასტურდა. კლოზე ბავარიელებს 2024 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს.

„ნიურნბერგი“ II ბუნდესლიგაში 21 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-10 ადგილზეა, უახლოეს მატჩს კი 13 თებერვალს, „კარლსრუესთან“ გამართავს.

კლოზეს „ნიურნბერგამდე“ ავსტრიულ „ალტახში“ აქვს ნამუშევარი.

0.092473