ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, „ალ-ნასრის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. პორტუგალიელი საუდის არაბეთის კლუბში 2023 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „სპორტინგში,“ „მანჩესტერ იუნაიტედში,“ მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა.
„კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ბომბარდირი და წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მაგრამ მასში მესის, მარადონას ან ბრაზილიელი რონალდოს გენიალურობა არასდროს მინახავს“, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე The Touchline.
რონალდუ 41 წლისაა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი „ალ-ნასრთან“ 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ამ სეზონში რონალდუმ კლუბის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.







