„ალ-ჰილალმა“ საუდი პრო ლიგის განაცხადიდან დარვინ ნუნიესი წაშალა. საქმე ისაა, რომ კარიმ ბენზემას ტრანსფერის შემდეგ კლუბს ჩემპიონატში არსებული ლიმიტი ლეგიონერებზე ამოეწურა.
ამიტომაც, ურუგვაელი ფორვარდი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ალ-ჰილალში“ მხოლოდ აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ჩემპიონატში ვერ ითამაშებს.
საუდი პრო ლიგის განაცხადს მიღმა კლუბმა ცენტრალური მცველი პაბლო მარიც დატოვა, რაც კიდევ უფრო უცნაურია, რადგან ის არაბებმა იანვარში „ფიორენტინადან“ შეიძინეს.
დარვინ ნუნიესი „ალ-ჰილალს“ ზაფხულში „ლივერპულიდან“ შეუერთდა და დღემდე 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა.







