ფეხბურთი

20:02 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კალიდუ კულიბალიმ "ალ-ჰილალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ალ-ჰილალმა“ სენეგალელ მცველ კალიდუ კულიბალისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

აფრიკელი ფეხბურთელის ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის 2027 წლის ზაფხულამდე განაახლეს.

კალიდუ კულიბალი „ალ-ჰილალს“ 2023 წელს „ჩელსიდან“ შეუერთდა და 117 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მას კარიერის საუკეთესო პერიოდი „ნაპოლიში“ აქვს გატარებული, სადაც 2014-2022 წლებში 317 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

0.089046