ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბედნიერი და ამაყია, რომ ინგლისის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს.
„მოხარული და ამაყი ვარ, რომ ინგლისის ნაკრებთან ვაგრძელებ ჩემს კონტრაქტს. საიდუმლო არ არის, რომ ჩემს ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მუშაობის ყოველი წუთით სიამოვნებას ვიღებ და მოუთმენლად ველი მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს. ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანამ ამით იამაყოს. აქ ისეთი მხარდაჭერა მაქვს, რომ ერთი წამითაც ეჭვი არ შემპარვია ახალი კონტრაქტის გაფორმებაში. ევრო 2028 ნამდვილად განსაკუთრებული ტურნირი იქნება და, როგორც მწვრთნელისთვის, არაფერია უფრო სასურველი, ვიდრე საუკეთესოებთან კონკურენცია უმაღლეს დონეზე“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ თომას ტუხელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 2025 წლის დასაწყისიდან წვრთნის.







