ფეხბურთი

21:15 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაჰიმ სტერლინგი ნიდერლანდების ჩემპიონატში ითამაშებს

როტერდამის „ფეიენოორდმა“ ინგლისელი ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი დაიმატა, რომელიც ნიდერლანდურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სტერლინგმა ცოტა ხნის წინ „ჩელსისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ფეიენოორდის“ ღირსებას დაიცავს.

რაჰიმ სტერლინგი „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 81 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა. მას ასეევ უთამაშია „არსენალში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულში“.

0.16356