სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:33 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი რებროვი: "სამწუხაროდ ისევ საქართველოს შევხვდით"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ ისაუბრა.

უკრაინელმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ უნგრეთთან შეხვედრა არ სურდათ და არც იმითაა კმაყოფილი, რომ ისევ საქართველოსთან ითამაშებენ.

„ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ, ისევ საქართველოს წინააღმდეგ ვითამაშებთ. ჯგუფი თანაბარია, კარგად მომზადება დაგვჭირდება. ნამდვილად არ მინდოდა უნგრეთთან თამაში, ეს პრინციპული თამაში იქნება. დიახ, ვიცნობ მათ, უნგრეთში ვმუშაობდი, მაგრამ არ ვიცი, როგორ დამხვდებიან“, - თქვა რებროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას აქამდე 11-ჯერ შეხვდა და მოგება არ აქვს - 4 ფრე, 7 წაგება. ჯგუფში ასევე არიან, უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები.

0.095645