სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:52 | 12.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: "ასეთ დონეზე ადვილი მატჩები არ არსებობს"

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა.

იტალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ადვილი მატჩები არ ელოდებათ, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და შემოდგომისთვის კარგად მოემზადონ.

„რა თქმა უნდა, ისეთი რთული ჯგუფი არ არის, როგორც A ლიგის ჯგუფი იყო ბოლო ტურნირში, მაგრამ ამის მიუხედავად, სამი ძალიან რთული მეტოქე გვყავს, რომელთა წინააღმდეგაც განსაკუთრებით რთული მატჩები გვექნება. ჩვენს ორ მეტოქეს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი. საერთაშორისო დონეზე ადვილი მატჩები არ არსებობს, ამიტომ არცერთი მატჩი ადვილი არ იქნება.

პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენმა გუნდმა განვითარება განაგრძოს. მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ძალიან ცოტა გუნდი იყო თავისუფალი, მაგრამ ვფიქრობ, ივნისში კარგ მეტოქეებთან შევძლებთ ამხანაგური მატჩების თამაშს. ვიცით, რომ ფინეთს კარგი გუნდი ჰყავს და ისინი ჩემთვის განსაკუთრებული მეტოქეები არიან, რადგან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მათ წინააღმდეგ დებიუტი მქონდა. ყაზახეთის ნაკრებიც რთული მეტოქეა გასვლაზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ორი მატჩი იდეალური იქნება ჩვენთვის, რათა გავიგოთ, სად ვართ, თამაშის ახალი ელემენტები და ახალი ფეხბურთელებიც კი გამოვცადოთ“, - თქვა როსიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უნგრეთთან ორჯერ უთამაშია, 2001 წელს, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე: ბუდაპეშტში უნგრეთმა 4:1 მოიგო, ხოლო თბილისში საქართველომ - 3:1. ჯგუფში ასევე არიან უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166699