სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:06 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: "საქართველომ ბოლო წლებში ძლიერი იდენტობა შეიძინა"
"საქართველო, შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ეს ნაკლებად საშიშს არ ხდის"

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ო’ნეილმა ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა.

მან საქართველოს ნაკრებიც შეაქო და ბოლო წლებში ვილი სანიოლის გუნდის პროგრესს ხაზი გაუსვა.

„კონკურენტუნარიანი ჯგუფია. ამ დონეზე ადვილი თამაშები არ არსეობს და სრულად პატივს ვცემთ მომავალ მეტოქეებს. ბოლო წლებში უკრაინას ვხვდებოდით, მაგრამ 2016 წლის შემდეგ არ დაგვიმარცხებია. ძლიერი, ტექნიკურად ნიჭიერი გუნდია, რომელსაც დიდი ტურნირების გამოცდილება აქვს და ვიცით, რომ ორივე თამაშში საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ.

საქართველო, შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ეს ნაკლებად საშიშს არ ხდის. მათ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს, ძლიერი იდენტობა და თავდაჯერება შეიძინეს. საქართველოს ნაკრებს საფუძვლიანად შევისწავლით, მაგრამ ამ მატჩებს მთელი კონცენტრაციით და პატივისცემით ვუდგებით.

უნგრეთი ევრო 2016-ის მოგონებებს გვახსენებს და მას შემდეგ ისინი აგრძელებენ ზრდას. კარგად ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ხარისხიანი და ძლიერი საშინაო მხარდაჭერით. საერთო ჯამში, საინტერესო ჯგუფია. ვეცდებით, ყველა თამაშს ამბიციურად მივუდგეთ, რათა ჩვენს წინააღმდეგ თამაში რთული იყოს და ჩვენს გულშემატკივრებს ისეთი მატჩები შევთავაზოთ, რომლითაც ისინი იამაყებენ“, - განაცხადა ო’ნეილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას ოფიციალურ მატჩებში არასდროს შეხვედრია, მაგრამ 2008 წელს, ამხანაგურად დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. ჯგუფში ასევე არიან უნგრეთისა და უკრაინის ნაკრებები.

0.171014