ევროლიგის 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „პარიზს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 74:85 დამარცხდა.
ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდი ძალიან ჩააგდო, რომელიც 12:28 დათმო და ეს საბოლოოდ მარცხის ფასად დაუჯდა.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 21 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 17 მოგებით და 11 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 თებერვალს, „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრება.







