სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:58 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" ფეხი დაუცდა და "სიტისთან" უპირატესობა შემცირდა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ ქულები დაკარგა და საჩემპიონო ბროლა დაიძაბა.

„მეთოფეები“ ტურის დასკვნით შეხვედრაში „ბრენტფორდს“ ესტუმრნენ და რთული ბრძოლა გამოუვიდათ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში სტუმრებმა გახსნეს.

61-ე წუთზე ნონი მადუეკემ მოახერხა თავის გამოჩენა და „არსენალი“ დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეინარჩუნა უპირატესობა. მალევე, კინ ლუის-პოტერმა წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში გუნდებმა სიტუაცია ვერ შეცვალეს და ფრე 1:1.

„არსენალი“ პრემიერლიგას ისევ ლიდერობს 57 ქულით, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა ახლა მხოლოდ 4 ქულაა. მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო ტურში 18 თებერვალს, „ვულვზს“ ესტუმრება. „ბრენტფორდი“ 40 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.098995