სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:09 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს"

ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ გაანადგურა და ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. "მეტროპოლიტანოზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არანაირი გამართლებები არ არსებობს, დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ,განსაკუთრებით პირველ ტაიმში და შესაბამისად შედეგიც რომელიც დადგა სამართლიანია. ახლა მეორე მატჩი გველოდება. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. შესვენებაზე სხვადასხვა ეპიზოდზე ვისაუბრეთ და იმაზე, თუ როგორ უნდა გვეთამაშა უკეთ. პირველ ტაიმში ვერ დავინახე ის გუნდი, რომლის ხილვაც მსურს.

ჩემი გუნდით ვამაყობ. შესაძლოა, არა დღევანდელი პირველი ტაიმის გამო, არამედ მთელი სეზონის გათვალისწინებით, თუ რასაც ისინი აკეთებენ. ბევრი ტრავმა გვქონდა, თუმცა დავბრუნდებით და ეს გაკვეთილი უნდა მივიღოთ. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ", - განაცხადა ფლიკმა.

მეორე ნახევარფინალში „სოსიედადმა“ სტუმრად „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა. ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები 3-4 მარტს გაიმართება.

0.157224