სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:46 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ბოსნიელი ცენტრალური მცველი დაიმატა

"დინამო თბილისის" რიგებს ბოსნიელი ცენტრალური მცველი ნუმან კურდიჩი შეუერთდა. აღნიშნული ტრანსფერი თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება 26 წლის ფებურთელსა და დინამოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კურდიჩი სარაევოს აღზრდილია და მის რიგებში დაიწყო საფეხბურთო კარიერა. სხვადასხვა დროს ნოვი პაზარის, კუკეშის, ბრიუსელის, არაზის, კაუნასის და რაფსანჯანის რიგებში გამოდიოდა. ასევე ერთი მატჩი ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში აქვს ჩატარებული.

0.166121