სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:42 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი ცნობილია

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე დაპირისპირება უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ მოუწევს.

დღეს უკვე ცნობილი გახდა, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: ვილი სანიოლის გუნდი პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

მატჩების განრიგი:

I ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი

საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია

II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი

საქართველო - უკრაინა

III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი

უნგრეთი - საქართველო

IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი

ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო

V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი

საქართველო - უნგრეთი

VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი

უკრაინა - საქართველო






0.097989