სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:40 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდიის, უკრაინის და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.

პირველ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, თუმცა ეს შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის მიზეზი კი სომხეთის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტია, რის გამოჩ ჩვენი ნაკრები ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამრიგად გულშემატკივარი ტრიბუნებს 28 სექტემბერს, უკრაინასთან მატჩში დაუბრუნდება.

საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგაზე:

საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 25 სექტემბერი 21:00 საათი.

საქართველო - უკრაინა 28 სექტემბერი 21:00 საათი

უნგრეთი - საქართველო 2 ოქტომბერი 23:45 საათი

ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო 5 ოქტომბერი 23:45 საათი

საქართველო - უნგრეთი 14 ნოემბერი 21:00 საათი

უკრაინა - საქართველო 17 ნოემბერი 23:45 საათი

0.094843