ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა საფეხბურთო სამყაროში მორიგი დიდი ტრანსფერი განხორციელდეს. როგორც ესპანური გამოცემა El Nacional-ი იტყობინება, "სიტის" ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლიგ ჰოლანდი მზადაა "რეალში" გადავიდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ლოს ბლანკოსის“ მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნება.
ამჟამად მადრიდული გრანდის სათავეში ალვარო არბელოა იმყოფება, თუმცა კლუბში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე მედიაში აქტიურად იწერება. წყაროების ცნობით, ჰოლანდის პოზიცია მკაფიოა — ის მზად არის კარიერის ახალი ეტაპისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ პროექტში, სადაც კლოპი იქნება მთავარი ფიგურა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "სიტის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 200 მილიონია.







