სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:30 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ კრისტიან პულისიჩის სიტუაციას აკვირდება

"ლივერპული" აშშ-სა და "მილანის" შემტევის კრისტიან პულისიჩის გადაბირებით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

სკირას ცნობით, პულისიჩი "მილანში" თავს ბედნიერად გრძნობს და ახალი კონტრაქტის შეთავაზებასაც ელოდებოდა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური ნაბიჯი არ გადადგმულა. სწორედ ამ გაურკვევლობამ შეიძლება გამოიწვიოს ინტერესის ზრდა სხვა კლუბების მხრიდან, მათ შორის „ლივერპულისგან". ჯერჯერობით ოფიციალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია დასტურდება, თუმცა ინსაიდერის ინფორმაციის მიხედვით, სიტუაცია დაკვირვების ფაზაშია და მოვლენები შესაძლოა უახლოეს თვეებში განვითარდეს.

ცნობისთვის, პულისიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 შეხვედრაში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.101096