ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით FIFA-მ "ატლეტიკ ბილბაოს" სატრანსფერო ბანი დაადო, რომლის მიხედვითაც ბასკები მომდევნო სამ სატრანსფერო ფანჯარას გამოტოვებს და ფეხბურთელის დამატებას ვერ შეძლებენ.
როგორც The Touchline-ი იტყობინება, აღნიშნული სანქცია დაკავშირებულია რეგულაციების მრავალჯერად დარღვევასთან, თუმცა კონკრეტული დეტალები დარღვევების შესახებ ამ ეტაპზე სრულად არ საჯაროვდება.
ეს გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას მოახდენს გუნდის სპორტულ გეგმებზე, რადგან „ატლეტიკს“ შემადგენლობის გაძლიერება მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებითა და უკვე არსებული რესურსით მოუწევს. მსგავსი ტიპის სანქცია, განსაკუთრებით სამი სატრანსფერო ფანჯრის აკრძალვა, თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ დისციპლინურ ზომად ითვლება.
კლუბის ოფიციალური განცხადება სანქციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა მათ გასაჩივრება მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეეძლება.







