27 წლის ფრანგმა მცველმა დაიო უპამეკანომ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად გერმანული კლუბის გვერდმა დაადასტურა.
როგორც ირკვევა, ფრანგი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით კლუბში 2030 წლამდე დარჩება და მას "ბაიერნში" კვლავ მნიშვნელოვანი როლი ექნება.
შეგახსენებთ, რომ უპამეკანო "ბაიერნის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მან კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ბუნდესლიგა. ფრანგ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 28 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.







