სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:35 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ კერიკი პრემიერლიგაში იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მაიკლ კერიკი პრემიერლიგაში იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ახალგაზრდა ინგლისელმა „იუნაიტედი“ სწორედ იანვარში ჩაიბარა და გუნდს დღემდე 5 მატჩიდან 4 მოაგებინა (1 ფრე). კონკრეტულად იანვარში კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ორივე თამაში მოიგო - „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ წინააღმდეგ.

გარდა ამისა, პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად იგორ ტიაგო აღიარეს. „ბრენტფორდის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა იანვარში პრემიერლიგაში 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა - ჰეთ-თრიქი შეასრულა „ევერტონთან“, დუბლი კი „სანდერლენდთან“.

0.102121