სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:04 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" სეზონის ბოლომდე იგორ ტუდორი ჩაიბარებს

მას შემდეგ რაც ლონდონის "ტოტენჰემი" უმწვრთნელოდ დარჩა, კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებას აქტიურად განაგრძობს. მედიაში მათ სახელს არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს, თუმცა მატეო მორეტოს ინფორმაციით ყველაზე რეალური კანდიდატი იგორ ტუდორია.

წყაროს ცნობით, 47 წლის ხორვატ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის პირველი კონტაქტი შედგა და მხარეები შეთანხმდნენ კიდეც. ხორვატი "დეზებს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს.

იგორ ტუდორი ბოლოს "იუვენტუსს" წვრთნიდა, საიდანაც ოქტომბერში დაითხოვეს, მანამდე კი "ლაციოში", "უდინეზეში", "მარსელში", და "ვერონაში" უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემმა" "ნიუკასლთან" შინ წაგებული მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თომას ფრანკი გაათავისუფლა. "დეზები" ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში მე-16 ადგილს იკავებენ და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.

"ტოტენჰემს" ტუდორი სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, ხოლო ზაფხულში ლონდონელთა მთავარი სამიზნე მაურისიო პოჩეტინო ან რობერტო დე ძერბი იქნება.

0.102455