ფეხბურთი

19:07 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

The Athletic-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი თანახმაა ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს და გუნდს 2030 წლის მუნდიალზეც უხელმძღვანელოს.

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები გასულ ზაფხულს ჩაიბარა და მოქმედი კონტრაქტი ძალაში დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდეა.

თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და მალე კონტრაქტი გახანგრძლივდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110654