ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ბრენტფორდთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, იცოდა, რომ „ბრენტფორდის“ სტადიონზე ადვილი თამაში არ ექნებოდათ.
„აქ თამაში ძალიან რთულია, რაც ვიცოდით. ძნელია თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში დომინირება, რადგან მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო სიტუაციები, ეს თამაშის ნაწილია. ჩვენ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რამდენად რთულია პრემიერლიგის მოგება, ყველა მატჩში საუკეთესო ფორმაში უნდა იყო და 3 ქულის მოსაპოვებლად იღბალიც საჭიროა“, - თქვა არტეტამ.
„არსენალი“ პრემიერლიგას ისევ ლიდერობს 57 ქულით, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა ახლა მხოლოდ 4 ქულაა. მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო ტურში 18 თებერვალს, „ვულვზს“ ესტუმრება.







